გუშინ ლიბერთის მხარდაჭერით პროექტის "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის", გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. 22-მა გამარჯვებულმა ჯამურად 500 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო, რომელიც სრულად მათი ბიზნესიდეისა თუ უკვე არსებული საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებას მოხმარდება. ლიბერთი ამ პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მათი მხრიდან მეწარმეების ფინანსური განათლების სამეტაპიანი პროგრამაც კი ჩაეშვა.