მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში კონფერენცია “პარტნიორობა ცვლილებებისთვის - გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე” ჩატარდა

“პარტნიორობა ცვლილებებისთვის - გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე” - ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც თბილისში 8-9 ნოემბერს ლიბერთის მხარდაჭერითა და ასევე გაეროს ასოციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, გენდერული თანასწორობისა და ასევე ინოვაციების ხელმისაწვდომობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება იყო. პანელურ დისკუსიებზე აქცენტი ამ სფეროების განვითარების მნიშვნელობასა და პროცესში საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობაზე გაკეთდა. ღონისძიებაში ადგილობრივთან ერთად, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები