ახლახან ლიბერთიმ ახალი, პრემიუმ საბანკო მომსახურების ბრენდი, სტუდიო ლიბერთი წარადგინა. BMG-ის გუნდს ჰქონდა პატივი, პირველად ენახა სივრცე, სადაც საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილების გაზიარებაა შესაძლებელი. ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც საქართველოში პირველად ბიზნესისა და პირადი ფინანსური საჭიროებების თანაკვეთაზე შეიქმნა. ნინი ლონგურაშვილი ამჯერად, საქმიანი ვიზიტით ესტუმრა ლიბერთი სტუდიოს, რათა თქვენამდე მოეტანა ამბავი - როგორ შეიქმნა ლიბერთი სტუდიო თბილისში.


































