მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიბერთის“ სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი "გვირილა" შეუერთდა

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი ბანკსა და მარკეტების ქსელთან „ გვირილა“ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მარკეტების ქსელში “გვირილა” ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე სპეციალური შეთავაზებით - „საბითუმო ფასით“ ისარგებლებენ. შეთავაზება უკვე ძალაშია. ლიბერთი არაერთი წელია, წარმატებით ახორციელებს სოციალურ პროექტებს, რომლებიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელებისთვისაა შექმნილი. ამ მასშტაბური პროექტით ბანკი უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას აგრძელებს, აფართოებს პარტნიორების ქსელს და შესაბამისად მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები