მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთისა და ქართუ ბანკის გაერთიანებაზე მომართვა არ ყოფილა"

5b5835ce83393
BM.GE
25.07.18 12:26
939
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლიბერთი ბანკის და ქართუ ბანკის გაერთიანებაზე სებ-ს არცერთი ოფიციალური მიმართვა არ მიუღია. ამის შესახებ გვენეტაძემ დღევანდელ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

კობა გვენეტაძეს კითხვა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაზეც დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „ორმა ბანკმა შეჭამა ქვეყანა“. გვენეტაძე შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია.

„ჩვენი ფუნქცია არ არის აღმასულებელი ხელისუფლების საქმიანობის შეფასება, ასე რომ ჩვენი მანდატი არის ფინანსური სისტემის სტაბილურობა. ამ მხირდან თუ შევხედავთ ჩვენ ფართო და ბევრი ანალიზი მივანიჭეთ საზოგადოებას. შარშანაც ვსაუბრობდით ამაზე და რაც შეეხება წლევანდელ წელს, ჩვენ ავღნიშნეთ რომ ჭარბვალიანობის საკითხი დგას და მიმოვიხილეთ შინამეურნეობების დავალიანების საკითხი. ამიტომ შემოვიღებთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები. ამოსავალი არის ის რომ სესხების გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე არ უნდა მოხდეს. აგვისტოს ბოლომდეა დრო რომ მივიღოთ კომენტარები ამ თემაზე. ამასთან ჩვენ შევზღუდეთ ისეთი სესხების გაცემა, რომელიც შემოსავლების შემოწმების გარეშე გაიცემოდა.

ფინანსურ სტაბილურობაზე საფრთხე არ არსებობს, თუმცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შემოღება აუცილებელია“, - ამბობს გვენეტაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები