ლიბერთი, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან“ ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ. სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და ფრენის გადადება. მომხმარებლებს, მოგზაურობის დროს დახმარებას 24/7-ზე საერთაშორისო ასისტენტიც გაუწევს.