Liberty ბანკმა ლოგო შეცვალა .
„ლიბერთი ბანკმა“ ლოგო შეცვალა. „"ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით". არ იცვლება მთავარი - ჩვენ ვართ ლიბერთი. ბანკი ყველგან და ყველასთვის „ - წერს ბანკი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ცვლილებები განხორციელდა ბანკის მფლობელებს შორის. კერძოდ, Liberty Bank-ის აქციების საკონტროლო პაკეტი European Financial Group-ის მფლობელობაში გადავიდა.
შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).