მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიბია ნავთობის მოპოვების გაორმაგებას გეგმავს

582da6e1525dd
BM.GE
17.11.16 16:46
1316
2017 წელს მიუხედავად ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის გეგმებისა ნავთობის მოპოვებს გაყინვასთან დაკავშირებით, ლიბია მოპოვების გაორმაგებას გეგმავს. კერძოდ ქვეყანა მოპოვებას მომავალ წელს დღეში 1,1 მილიონ ბარელამდე გაზრდის. ლიბიის ნავთობის ეროვნული კომპანიის (NOC) თავმჯდომარის მუსტაფა სანალუს დაყრდნობით ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სექტემბერში "ოპეკის" არაფორმალურ შეხვედრაზე ნავთობის წარმოების ზღვარზე - დღეში 32,5-33 მილიონი ბარელის დიაპაზონზე შეთანხმდნენ, თუმცა ’’ოპეკის“ წვრი ქვეყნებისთვის კონკრეტული შეზღუდვები ჯერ შეთანხმებული არ არის. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ვენაში გამართულ ’’ოპეკის“ ოფიციალურ შეხვედრაზე იქნება მიღებული.

ლიბია ამჟამად დღეში დაახლოებით 600 000 ბარელს აწარმოებს. ქვეყანაში ნავთობის რეზერვები, დაახლოებით 48 მილიარდ ბარელით არის შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები