ლიბია მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვებას დღეში 1,25 მილიონ ბარელამდე გაზრდის, ხოლო უახლოეს თვეებში კი ახალ პროექტებში უცხოურ ინვესტიციებზე დაწესებულ მოროტორიუმს მოხსნის, - წერს The Wall Street Journal.
ახლა ლიბიაში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება დაახლოებით 700 000 ბარელია, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ზაფხულის თვეებში იყო.
გამოცემის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ლიბია 2022 წლისთვის ნავთობის მოპოვების ომამდელ დონეს, - დღეში 1,6 მილიონი ბარელს დაუბრუნდეს, ქვეყანას 100-120 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციები სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 30 ნოემბერს "ოპეკის" წევრი ქვეყნები 15 წლის მანძილზე პირველად, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

























