ლიბიაში უმსხვილეს საბადოზე "შარარა" დროებით ნავთობის მოპოვება შეჩერდა.
Bloomberg-ის ცნობით, ნავთობპროდუქტების გატარება შეჩერდა საბადოდან ქალაქ ეზ-ზავიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერმინალამდე არსებული მილსადენის დახურვის შემდეგ.
ამასთან, მილსადენის დახურვის მიზეზები არ დასახელებულა. ასევე ცნობილი არ არის, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება საბადოზე მუშაობის შეჩერება.
ცნობისათვის, 1 მარტის მდგომარეობით, ლიბიაში ნავთობის საერთო მოპოვებამ შეადგინა 1,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში, რომლიდანაც 300 ათასი ბარელი/დღე-ღამეში მოდის "შარარას" საბადოზე.
ლიბიაში ნავთობის მოპოვების შეფერხება ხშირად ხდება. 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2016 წლის დეკემბრამდე ნავთობსადენი "შარარეს" ბლოკირება მოახდინა დაჯგუფებამ "სანავთობო ობიექტების გვარდია". შემდეგ ნავთობის მოპოვება რამოდენიმეჯერ იქნა შეწყვეტილი შეიარაღებული არეულობისა და პროტესტების გამო.
Oilnews

























