კომპანია Black Sea Petroleum-მა (BSP), რომელიც კულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და მართავს, ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო.28 ოქტომბერს, კომპანია SOCAR-ის კუთვნილ კულევის შავი ზღვის ტერმინალში ტანკერი FRANKOPAN შემოვიდა, რომელსაც დაახლოებით 86 000 ტონა ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. ეს ტვირთი რიგით მესამე ადასტურებს, რომ კულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის მიწოდება გრძელდება; ლიბიური ნავთობი აქ აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული რეგულარულად შემოდის. BSP ნოემბერში ლიბიური ნავთობის კიდევ რამდენიმე პარტიის მიღებას ელოდება. აღნიშნული მიწოდებები ხორციელდება BSP-სა და ერთ-ერთ საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2027 წლის ბოლომდე მოქმედებს.
2026 წლის ივლისში ქარხანამ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო, ხოლო 23 აგვისტოს სრულად გადავიდა მხოლოდ არარუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე.ამ გადასვლიდან უკვე 60 დღეზე მეტი გავიდა. BSP-ის მიზანია, ევროკავშირის ბაზარს თვეში 100 000 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი მიაწოდოს, ევროკავშირის მოქმედი რეგულაციებისა და დოკუმენტური მოთხოვნების სრული დაცვით.
გარდა ამისა, საზოგადოება საქმის კურსშია რომ 15 ოქტომბერს ბრიუსელში გაიხსნა BSP-ის ოფისი, რომელიც ევროკავშირის საქმეებს ეხება. მისი მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობის გაძლიერება და ევროპელ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოება.






























