მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $49,92 შეადგინა, WTI-ს ფასმა კი $48,42.
Bloomberg-ის ანალიტიკოსები ნავთობის ფასის შემცირებას ბრიტანეთში დაგეგმილი რეფერენდუმის მოახლოვებას უკავშირებენ. გამოცემა წერს, რომ ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის დატოვებას მხარს მოსახლეობის 53% უჭერს, რაც ინვესტორებს აშფოთებს.
ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს არის ჩანიშნული.