მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიცენზირების მიუხედავად, ტაქსის მძღოლები მიკრო მეწარმეებად დარეგისტრირდებიან

5b462fef203a8
თელარა გელანტია
11.07.18 20:25
714
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრო მეწარმეებად დარეგისტრირდნენ.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რომლის თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობებით დაკავებული პირები მიკრო მეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია 2018 წლის შემოდგომიდან ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს.

როგორც გაგუამ განმარტა, ტაქსის მძღოლებს არანაირი საგადასახადო და სალარო აპარტის ქონის ვალდებულება არ ექნებათ.

„ტაქსის მძღოლები, შესაძლოა, დარეგისტრირდნენ ე.წ. მიკრო მეწარმეებად, რომლებსაც არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, ასევე არ ექნებათ სალარო აპარტის ქონის ვალდებულება და მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პირებს სამოქალაქო კოდექსის ბოლო რეგულაციით გარკვეული შეზღუდვები არ შეექმნათ სესხზე წდომასთან დაკავშირებით. ამ პირებს საშუალება ექნებათ დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავალი“, - აღნიშნა გაგუამ.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებისთვის მიკრომეწარმეებად დარეგისტრირება ნებაყოფლობითი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები