მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიცენზირებულ ტაქსებს ერთნაირი ტრაფარეტები ექნებათ

5a9e93f93e0f4
მეგი კავთუაშვილი
06.03.18 17:11
1564
მერიისა და საკრებულოს მიერ ნებადართული ტაქსები ერთნაირ ტრაფარეტს მიიღებენ, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გაარჩიოს ისინი უნებართვოდ მოძრავი ტაქსებისაგან.

„მერიისგან და საკრებულოსგან ნებადართული ტაქსები მიიღებენ ერთნაირ აბრას. ასევე მანქანაში, მგზავრისთვის ხილულ ადგილას იქნება ტრაფარეტი, სადაც მითითებული იქნება ტაქსის სალიცენზიო ნომერი, ნებართვის ნომერი, მძღოლის ფოტო, სახელი გვარი.“ - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ნებართვის მისაღებად ტაქსის მძღოლებს ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. დაწესებული ტარიფის ნახევარს გადაიხდიან ჰიბრიდული მანქანების მძღოლები, ხოლო ელექტრო მანქანებისთვის ნებართვის მიღება სრულიად უფასო იქნება.

„მიზანი არ არის ტაქსების შემცირება, თუ მოთხოვნა იქნება, შეიძლება რაოდენობა გაიზარდოს კიდეც. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სახის პრობლემა. პრობლემაა მანქანების გაუმართაობაა, ასევე უსაფრთხოების საკითხებიც. მე პირადად შემემთხვა, ისტორია როცა ვთხოვე ტაქსისტს გადმოსულიყო მანქანიდან და მე დავჯექი. მას არც დაუმალავს, რომ ერთი კვირის აღებული ჰქონდა მართვის მოწმობა, ეს პირდაპირ დაკავშირებულია მგზავრების უსაფრთხოებასთან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ამ ეტაპზე მერია ითვლის, თუ რამდენი ტაქსი მოძრაობს ქალაქში. შემდგომ სამოქმედო გეგმაზე საკრებულო იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები