მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიდერატორის“ 530-ზე მეტ მონაწილეს შორის 80% საქართველოს ბანკში დასაქმდა

საქართველოს ბანკი
სტატიაში საუბარია:

„ლიდერატორის“ პროგრამის 530-ზე მეტ მონაწილეს შორის 80% საქართველოს ბანკში დასაქმდა. როგორც ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის უფროსმა ელენე ქათამაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, პროგრამა უკვე 10 წელია ხორციელდება და ყოველწლიურად სტუდენტებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ლიდერატორს“ 10-წლიანი ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამის სტაბილურობას ვინარჩუნებთ: ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებს ვთავაზობთ სტუდენტებს დასაქმების თვალსაზრისით. თავად სტუდენტების მხრიდანაც გვაქვს დაინტერესება და პროგრამა აქტუალობასა და პოპულარობას ინარჩუნებს“, - განაცხადა ელენე ქათამაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბანკი „საზაფხულო სტაჟირების“ პროგრამასაც ახორციელებს, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველ სტუდენტებს კი არა, იქ უკვე ჩარიცხულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საზაფხულო არდადეგებზე საქართველოში დაბრუნდნენ, ადგილობრივ ბიზნესგარემოს გაეცნონ და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება ქართულ შრომით ბაზარს დაუკავშირონ.

„კარიერის საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ალბათ, პირველი სამუშაო ადგილის პოვნაა. დასაქმების ბაზარზე ერთგვარ სტერეოტიპს ვხვდებით: დამსაქმებლები კანდიდატებისგან გარკვეულ გამოცდილებას მოელიან, რომელიც მათ ჯერ არ დაუგროვებიათ. ყველანაირად ვცდილობთ, სტუდენტებს ამ ბარიერის გადალახვაში დავეხმაროთ და განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლა გავუმარტივოთ“, - განაცხადა ელენე ქათამაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები