მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვა დღეიდან საგანგებო მდგომარეობას ამსუბუქებს

602a8fbccb580
ნათია თაქთაქიშვილი
15.02.21 19:16
872
15 თებერვლიდან ლიეტუვაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო; კერძოდ, დღეიდან ქვეყანაში იხსნება მაღაზიები, რომელთა ფართობი 300 კვ/მ არ აღემატება და ქუჩიდან აქვს შესასველელი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანაში ასევე გაიხსნება სილამაზის სალონები და ნებადართულია ფიტნეს ინსტრუქტორთან ერთად ღია სივრცეში ინდივიდუალური ვარჯიში.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ მთავრობა ზოგიერთ შეზღუდვას ძალაში 28 თებერვლამდე დატოვებს.

მაგალითად, ლიეტუვაში ისევ იკრძალება ქალაქებს შორის გადაადგილება გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში და ასევე, აკრძალული რჩება დახურულ სივრცეში შეკრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები