საქართველო ლიეტუვის მთავრობისგან 50 310 დოზა “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს.
“დღეს ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 50 310 დოზა ვაქცინის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოსთვის ჩუქებაზე. ვინარჩუნებთ მტკიცე სოლიდარობას პარტნიორ ქვეყნებთან Covid-19-თან ბრძოლის საკითხში”,-წერს კალინდრა.
ლიეტუვამ საქართველოს ივლისში 15 000 დოზა ვაქსზევრიას, იგივე ასტრაზენეკას ვაქცინა აჩუქა.