მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვის პრემიერი: "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროინტეგრაციის კურსს"

ინგრიდა შიმონიტე

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სოციალურ ქსელ X-ში ულოცავს.

პრემიერი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ შეასრულონ ხალხის ნება და ევროპული ინტეგრაციის კურსს დაუბრუნდნენ.

"ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული",- წერს პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები