კვირას ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ. მათ ორი კვირის წინ, კენჭისყრის პირველ ტურში ასევე ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვეს პარლამენტში.
ოფიციალური მონაცემებით, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, მემარცხენე ცენტრისტულმა პარტიამ 141-წევრიან პარლამენტში 52 მანდატი მოიპოვა, მმართველი კონსერვატიული „სამშობლოს კავშირის პარტია“ კი 28 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა.
"სამშობლოს კავშირის" ლიდერმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დამარცხება აღიარა და სოციალ-დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა.
მოსალოდნელია, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოში, სადაც 2,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არჩევნების ეს შედეგები უცვლელს დატოვებს NATO-სა და ევროკავშირის წევრის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.