მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიფტის გაუმართაობის შესახებ მოსახლეობას არ მოუმართავს“ - ისნის გამგეობა

63c3dfd336ab8
ლიკა მეგუთნიშვილი
15.01.23 14:48
778
ისნის რაიონის გამგეობის განცხადებით, იმ კორპუსის მოსახლეობას, სადაც 14 იანვარს, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ ისნის გამგეობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც bm.ge-ს მერიიდან მიაწოდეს.

„ისნის რაიონის გამგეობაში აღნიშნული კორპუსის ლიფტთან დაკავშირებით ამხანაგობის მხრიდან არანაირი განაცხადი არ ყოფილა შემოსული. კორპუსის მოსახლეობას არასდროს დაუფიქსირებია, რომ ლიფტთან მიმართებით რაიმე სახის პრობლემა არსებობდა. გასულ წლებში, კორპუსის მცხოვრებლებს გამგეობისთვის მიმართული ჰქონდათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რაც დაკმაყოფილდა. ლიფტი წარმოადგენს მობინადრეების საკუთრებას და მხოლოდ „თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ამხანაგობის მიმართვიანობის საფუძველზე, ხდება ლიფტების ჩანაცვლება“, - ნათქვამია ისნის რაიონის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ვაზისუბანში ლიფტის შახტში 40 წლამდე ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახა, მისი მოსვლის შემდეგ კი კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები