მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიფტით მგზავრობა პლასტიკური ბარათით – ქართული სტარტაპი

5d3c9a1cd2c3b
ანუკა ჯოხაძე
28.07.19 10:35
2688
E-LIFT ქართველი სტუდენტების სტარტაპია, რომლის საშუალებითაც ლიფტის ხშირი მომხმარებლები ნაღდი ფულის მაგივრად, ლიფტით სარგებლობისას ნებისმიერი პლატიკური ბარათის გამოყენებას შეძლებენ.

როგორც იდეის ავტორი ფრიდონ ციკოლია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, E-LIFT-ს დაგროვების ფუნქციაც ექნება. კერძოდ, ელექტრონული საფულის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ, თვის განმავლობაში დაგროვებული თანხები სურვილისამებრ განკარგონ.

სამომავლოდ, სტუდენტები გეგმავენ, მოწყობილობას ეკრანი და დაჯავშნის ფუნქციაც დაამატონ. შესაბამისად, სულ მალე მომხმარებელი შეძლებს, დისტანციურად დაჯავშნოს საცხოვრებელ სახლში არსებული ლიფტი.

ციკოლია ამბობს, რომ პოტენციური დამკვეთებისგან უკვე არის დაინტერესება.

"ჩვენი იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა, თავად ვართ ლიფტების მომხმარებელი და ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომ გვჭირდება ფულის დახურდავება, რომ ლიფტით ვისარგებლოთ. ჩვენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის მოითხოვს დროს. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შევძლებდით ლიფტში გვესარგებლა პლასტიკური ბარათებით. ჯერ-ჯერობით ჩვენი პროდუქტი ინოვაციური იმით არის, რომ კონკურენტებისგან განსხვავდება, რადგან ჩვენ აპარატზე ნებისმიერი საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენება იქნება შესაძლებელი. მას არ სჭირდება რაღაც კონკრეტული ბარათი. ასევე ჩვენს მოწყობილობას ექნება ელექტრონული ყულაბა, სადაც დაგროვდება ეს თანხა და თვის ბოლოს მომხმარებლებს შეეძლებათ, განაკრგონ ეს თანხა სურვილისამებრ. იქნება ეს ლიფტის გადასახადი, სადარბაზოს მოპირკეთება, თუ სხვა", - ამბობს ფრიდონ ციკოლია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები