საქართველოს განვითარების ფონდმა, რომელიც 2026 წლის აპრილიდან ლიკვიდაციის რეჟიმშია საკუთარი აქტივების შეფასებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ეს მოიცავს ფონდის საკუთრებაში არსებული 350,000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთების შეფასებას, ასევე ფონდის საკუთრებაში არსებული 19 ერთეული ავტომობილის ღირებულების შეფასებას.
ტენდერის ღირებულება 34 ათას ლარს შეადგენს და მის ფარგლებში გამარჯვებულმა აუდიტორულმა/შემფასებელმა კომპანიამ ფონდის აქტივები 2026 წლის 7 სექტემბრამდე უნდა შეაფასოს.
ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
| # | მესაკუთრე | ადგილმდებარეობა | საკადასტრო კოდი | აღწერა | მიწის ფართი (კვ.მ) |
| 1 | შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრი“ | სოფელი აღთაკლია | 81.06.13.325 | მიწა | 258,821 |
| 2 | შპს „ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრი“ | სოფელი მაწიმი | 54.02.51.243 | მიწა და შენობა | 60,645 |
| 3 | შპს „რუხის სავაჭრო ცენტრი“ | სოფელი რუხი | 43.10.42.210 | მიწა და შენობა | 50,785 |
| 4 | შპს „კსჰ კავკასიან სუს ჰერითიჯ“ | სოფელი ღარი | 88.11.25.154 | მიწა და შენობა-ნაგებობები | 43,705 |
| 5 | შპს „სტარტაპ საქართველო“ | სოფელი ღარი | 88.11.21.273 | მიწა | 2,200 |
| 6 | სს „საქართველოს განვითარების ფონდი“ | თბილისი | 01.15.05.061.010 | მიწა და შენობა | 519 |
"საქართველოს განვითარების ფონდი" 2026 წლის გაზაფხულზე მიღებული კანონმდებლობის ფარგლებში ლიკვიდირდება. ამ ცვლილებების შედეგად დაფუძნდა ახალი კორპორაცია - საქართველოს განვითარების კორპორაცია, რომელმაც ეკონომიკის სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს ფუნქციები გადაიბარა, ამავე სტრუქტურაში უნდა შევიდეს ის ფუნქციებიც, რომლებსაც წარსულში "საპარტნიორო ფონდი", ანუ "საქართველოს განვითარების ფონდი" ასრულებდა.




























