მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოს ბაზრობაზე ჩატარებულმა ტესტირებამ 6 ინფიცირებული გამოავლინა - გამყრელიძე

5f2a626c0bf3d
ინგა მურუსიძე
05.08.20 12:30
1022
დღიურად საშუალოდ 3546 PCR ტესტი ტარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ქვეყანაში ინტენსიურად ტარდება ეპიდემილოგიური კვლევა. ივლისის საშუალო მაჩვენებლი იყო 3855 ტესტი დღიურად, ხოლო ბოლო ორ კვირაში ის სცდილდებოდა 4500-სს. აგვისტოს რაც შეეხება, ამ ხუთი დღის განმავლობაში საშუალო გვაქვს 3546 PCR ტესტი და ამას ემატება 160 ათასი სწრაფი ტესტი. სულ ქვეყანაში ჩატარებულია 264 ათასი PCR ტესტირება და საშუალო მაჩვენებლით ერთ მილიონ მოსახლეზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიყურებით ტესტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე 4000-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა და შემოწმდა ყველა ადამიანი, ვინც ბაზრობაზე მუშაობდა და მათ შორის 6 ინფიცირებული გამოვლინდა.

„ასევე ჩვენ ტესტირება ჩავატარეთ ორ დიდ ბაზრობაზე, ესენია დინამოს ბაზრობა და ელიავას ბაზრობა, სადაც 500-500 ადამიანი შემოწმდა და პასუხები საკმაოდ კარგი გქვონდა. დადებითი შემთხვევა ამ დრომდე არ მიგვიღია ვირუსზე“, - თქვა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები