მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლილოს ნაგავსაყრელზე შესაძლოა ნარჩენებისგან ბიოგაზის წარმოება დაიწყოს

5d1c5ae2387be
ლიკა გურაბანიძე
03.07.19 11:45
873
"თბილისში, ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის მოწესრიგება და ნარჩენებისგან ბუნებრივი აირის მიღებაზე შესაბამისი დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბერში იქნება მზად, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტის განხორციელებაზე", -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა თქვა, ლილოს ნაგავსაყრელი უმძიმეს მდგომარეობაშია და საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

"2019 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც გულისხმობს ქალაქ თბილისის საყოფაცხოვრებო პოლიგონის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო პარამეტრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას. ტენდერი შემუშავდა და გამოცხადდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ.

მოკვლევის პროცესებში მონაწილეობდნენ ნარჩენების მართვის სფეროში მოღვაწე წამყვანი ევროპული კომპანიები. ტენდერი მიზნად ისახავს ქალაქ თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ბიოგაზის მოპოვებისა და ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალური პროექტის მომზადებას.

ასევე პოლიგონზე არსებული ინფრასტრუქტურის პარამეტრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისა და ევროპაში აპრობირებული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენების კონცეფციების შემუშავებას.

კონცეპტუალური პროექტის მომზადებისათვის გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ (ბელგია) რომელსაც არაერთი ანალოგიური წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული ბალტიისპირეთის ქვეყნებში. კონცეპტუალური პროექტი მოიცავს დეტალურ პროექტირება-მშენებლობას, რომლის სავარაუდო დასრულების თარიღია 2021 წელი.

კონსულტანტის მიერ პროექტის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი იქნება და ტენდერი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბერში", - განაცხადა კალაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები