მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლილოს ნაგავსაყრელზე ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურა გახდა - ფოტო

595caa7a640dc
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.17 12:52
1251
თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, ლილოს ნაგავსაყრელზე ხანძრის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა. როგორც "საქმის კურსს" უწყებაში განუცხადეს, ცეცხლი უშუალოდ ნარჩენებს გაუჩნდა, თუმცა, განსაკუთრებული ზიანი არ გამოუწვევია.

"თბილსერვის ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის ლოკალიზების შესახებ ინფორმაცია "საქმის კურსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს. მათი თქმით, ადგილზე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს ნაგავსაყრელზე ცეცხლი ჰექტარ-ნახევარ ფართობზე გაჩნდა.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები