მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოში ახალი სასაწყობე და კომერციული ეკოსისტემა „მეტაჰაბი“ ამოქმედდა

meta hub

თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრებისა და კომერციული სივრცეების სინთეზი - ამ მოდელით ოპერირებს ბაზარზე ახალი ბიზნეს-პლატფორმა „მეტაჰაბი“, რომელიც ლილოს ინდუსტრიულ ზონაში, კახეთის გზატკეცილიდან სულ რაღაც 2 წუთის სავალზე მდებარეობს. პროექტის მთავარი ამოცანაა, დამკვეთს ერთ ლოკაციაზე შესთავაზოს როგორც ინდუსტრიული, ისე კომერციული დანიშნულების ფართები. ტერიტორია სრულად პასუხობს ტრანსპორტირების თანამედროვე სტანდარტებს, რასაც საბაჟო ტერმინალთან და „აუთლეტ ვილიჯთან“ სიახლოვეც ემატება.

პლატფორმა ბიზნესს განსხვავებული სპეციფიკის სივრცეებს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია როგორც საწარმოო ხაზის გამართვა, ისე წარმომადგენლობითი შოურუმების მოწყობა.

"მეტაჰაბი არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ 200-დან 15 000 კვადრატულამდე სასაწყობე ფართებს, სადაც შესაძლებელია როგორც საწარმოო სივრცის მოწყობა, ასევე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება. ასევე მაღაზიებისთვის ტერიტორიაზე გვაქვს ვიტრაჟული ტიპის ფართები, რომლებიც გამოიყენება შოურუმებისთვის", - აღნიშნავს "მეტაჰაბის" პროექტის მენეჯერი, ნიკა მაზმიშვილი

მსხვილი სავაჭრო-საწარმოო ჯაჭვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწრაფი და შეუფერხებელი ლოგისტიკური გამტარუნარიანობა. სწორედ ამიტომ, „მეტაჰაბის“ ტერიტორიაზე წვდომა ერთდროულად ორი დამოუკიდებელი არტერიით არის უზრუნველყოფილი: როგორც პირდაპირ ლილოს საბაჟოს მხრიდან, ისე სპეციალურად პროექტისთვის მოწყობილი სატრანსპორტო კვანძის (ხიდის) მეშვეობით. ობიექტის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული იმ მოთხოვნებზე, რასაც ინტენსიური ტვირთბრუნვა და მსხვილგაბარიტიანი ტექნიკა საჭიროებს.

"დღევანდელი მდგომარეობით ინფრასტრუქტურა სრულად არის დამთავრებული. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ხიდის მოწყობა სამელიორაციო არხზე, რისთვისაც გვინდოდა ყველანაირი მძიმე ტექნიკისთვის თუ სატვირთოებისთვის გამარტივებულიყო ჩვენამდე მოსასვლელი გზა. ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გათვლილია ყველანაირი მძიმე ტექნიკისთვის და ყველანაირი ტრანსპორტისთვის, რომ ტვირთების სრულად მოწოდება იყოს შესაძლებელი ჩვენს სასაწყობეზე", - ამბობს "მეტაჰაბის" პროექტის მენეჯერი

ფართების დივერსიფიკაცია და აბსოლუტური მოქნილობა, როგორც კომპანიაში ამბობენ, დამკვეთს საშუალებას აძლევს, ტერიტორია საკუთარ საოპერაციო მოდელს მოარგოს - იქნება ეს ავტოსერვისებისა და სამღებრო ცენტრების მოწყობა, თუ სამომავლოდ, შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ, დამოუკიდებელი საბაჟო ტერმინალის ფორმირება. "მეტაჰაბში" დარწმუნებულები არიან, რომ სივრცეების გაერთიანების პერსპექტივა პროექტს მსხვილი ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

„ჩვენთან შესაძლებელია ასევე საბაჟო ტერმინალის მოწყობაც შესაბამისი ნებართვის აღების შემდგომ. შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებლებს როგორც პატარა კვადრატობის საწყობები, ასევე ერთ მთლიან სივრცეში გაერთიანდეს მთლიანად ეს 15 000 კვადრატი საწყობი და ხელსაყრელი გახდეს უფრო მეტად ლოჯისტიკური ცენტრების ფუნქციონირებისთვის, საწარმოებისთვის და ასე შემდეგ", - ასეთია ნიკა მაზმიშვილის მოსაზრება.

სტრატეგიული მდებარეობითა და ადაპტირებადი გარემოთი, „მეტაჰაბი“ კომერციულ სექტორში საკუთარ საბაზრო წილს სტაბილურად ზრდის. თუმცა, 15 000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე მეურნეობის ექსპლუატაციაში გაშვება მხოლოდ საწყისი ეტაპია. კომპანიის დღის წესრიგში არსებული ტერიტორიის სრულმასშტაბიანი განვითარება და პარტნიორებისთვის მრავალფეროვანი, მაღალი კლასის ინფრასტრუქტურული პროექტების შეთავაზებაა.

„მეტაჰაბის პირველი პროექტი არის ეს ჩვენი სასაწყობე მეურნეობა, რომელიც 15 000 კვადრატს მოიცავს და განვითარების კუთხით იგივე ტერიტორიაზე ვაპირებთ განვითარებას და გვინდა მომხმარებლებს შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის სასაწყობე მეურნეობები. ეს იქნება როგორც სამაცივრე, საბაჟო ტერმინალი, A კლასის ტიპის საწყობი და სხვა მსგავსი ტიპის პროექტები",- განაცხადა "მეტაჰაბის" პროექტის მენეჯერმა ნიკა მაზმიშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები