მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lineate Dev School-ის სტუდენტებს მთავრობის მიერ აღიარებული სერტიფიკატები ექნებათ

BM.GE
28.11.22 10:34
212
15-წლიანი გამოცდილების სკოლა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიაზე დაინტერესებულ ადამიანების განათლების მიღების საშუალებას აძლევს თან უფასოდ. Dev School სტუდენტებს 3-თვიან უფასო პროგრამას სთავაზობს, სპეციალური კურიკულუმით, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაერკვნენ რეალური სამყაროს Back-end და front-end ინჟინერიაში, შეიძინონ პრაქტიკული უნარები იმ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რასაც Lineate საკუთარ ყოველდღიურ მიდგომებში ნერგავს. სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება ინჟინერიის გუნდის წევრები გახდნენ და კონკრეტული პროექტის შემუშავების ყველა ეტაპში მიიღონ მონაწილეობა. კომპანია Dev School-ის მონაწილეებისთვის ონლაინ სემინარებსაც ატარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა აშშ-ში ბაზირებულ კლიენტებთან ინტერაქცია, გადაწყვეტილებების არქიტექტურა და ტექნიკური გაყიდვები. გარდა ამისა, კომპანიის ტექნიკური რეკრუიტინგის გუნდი სტუდენტებს დახმარებას გაუწევს იმაში, რომ მათი სამომავლო რეზიუმე სათანადოდ იყოს შედგენილი, მეტი წარმატების მოსაპოვებლად. თითოეული სტუდენტი მიიღებს Dev School-ის სერტიფიკატსაც. 

რაც მთავარია, Dev School-ის კურსდამთავრებულებს, რომლებიც საუნივერსიტეტო პროგრამის მესამე ან მეოთხე საფეხურზე არიან, შესაძლებლობა ექნებათ ნახევარ განაკვეთზე დასაქმდნენ Lineate-ში ანაზღაურებადი სტაჟირებით, რაც მათ მიერ უნივერსიტეტის დასრულებამდე გასტანს. ამ ნაწილში, კარგი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. ბუნებრივია, წარმატებული სტუდენტებისთვის სავსებით მოსალოდნელია კომპანიაში სამომავლო, სრულ განაკვეთიანი დასაქმების პერსპექტივაც.

სტუმრები: თორნიკე სულაბერიძე - Lineate-ს ბიზნესგანვითარების მენეჯერი;
ნინო კაკულია - პროფესიული უნარების სააგენტოს საჯარო-კერძო პარტნიორობის კონსულტანტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები