მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლინგუა“ ორი ახალი ფილიალის და ონლაინ სასწავლო კურსების დამატებას გეგმავს

ლინგუა

ტრენინგებისა და სასკოლო საგნებში მომზადების ცენტრი „ლინგუა“ 2024 წელს ორი ახალი ფილიალის გახსნას და ონლაინ სასწავლო კურსების დამატებას გეგმავს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ცენტრის დამფუძნებელმა, გულია აჯალოვამ ისაუბრა.

„ერთი ფილიალი იქნება თბილისში, მეორე - ბოლნისში. ჯერ ინვესტიციის მოცულობაზე გამიჭირდება საუბარი, თუმცა საკმაოდ სოლიდური მოცულობა იქნება,“- აღნიშნა გულია აჯალოვამ.

მისივე თქმით „ლინგუას“ სიახლეები 2024 წელს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. 2024 წლის იანვრიდან ცენტრის ონლაინ სასწავლო კურსებიც ამოქმედდება, რაც მომხმარებლების მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ონლაინ კურსებზე თავდაპირველად მოხდება ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის შესწავლა. ონლაინ პლატფორმა საშუალებას მოგვცემს ვისწავლოთ სასურველი საგანი, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ. მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ, როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ჯგუფურად,“ - აღნიშნა აჯალოვამ.

„ლინგუაში“ ამჟამად 7 ადამიანია დასაქმებული, ონლაინ სასწავლო კურსების ჩაშვების შემდგომ დამატებით კიდევ 6 ადამიანი დასაქმდება. ინგლისური ენის შესწავლის ღირებულება 100 ლარს შეადგენს, ხოლო სხვა საგნების ღირებულება 80 ლარია.

სასწავლო ცენტრი „ლინგუა“ 2016 წელს დაარსდა მარნეულში. ცენტრი ძირითადად 6 წლის ზემოთ ასაკის მომხმარებელზეა ორიენტირებული. 7 წლის განმავლობაში მოხდა 1000-მდე ახალგაზრდის გადამზადება სხვადასხვა საგნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები