პროფესიულ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს სამი ახალი ვიდეოთამაში დაემატა, მათ შორისაა: Pinpoint, Queens და Crossclimb.
ყოველი მათგანი დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება ჩაირთოს და თამაშის დასრულების შემდეგ მომხმარებელი შეფასებას იღებს, რომელიც საჯაროდ ჩანს. გარდა ამისა, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მათ სანაცნობო წრეში არსებული პირების შედეგები დაინახონ.
Microsoft-ის განმარტებით, ზემოხსენებული ვიდეოთამაშები მომხმარებლების ანალიტიკური შესაძლებლობების წარმოჩენაზეა გათვლილი, ამიტომ მათ დამსაქმებლებიც და სამუშაოს მაძიებლებიც სერიოზულად უნდა მოეკიდონ.