მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lion Finance Group-მა 2026 წლის მეორე კვარტალის და I ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა

Lion Finance Group
11.08.26 18:29
458

Lion Finance Group-მა 2026 წლის მეორე კვარტალის და I ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა. ჯგუფმა საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე მყარი ზრდა აჩვენა.

Lion Finance Group-ში შემავალი საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს ყოველთვიურად 1.9 მილიონი, მობილბანკს კი ყოველ დღე საშუალოდ 1 მილიონზე მეტი რიტეილ მომხმარებელი იყენებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებელთა ლოიალობისა და კმაყოფილების ინდექსი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად 70-ზე მეტია, რაც მნიშვნელოვანი შედეგია უნივერსალური ბანკისათვის.

სომხეთის ბაზარზე კი, ჯგუფში შემავალი Ameriabank-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 75%-ზე მეტი დღეს უკვე ციფრულად აქტიურია, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. რითეილის მიმართულებით, ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი 392 000-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის საშუალო კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტმა (ROAE) 27.1% შეადგინა, ხოლო ჯგუფის დეპოზიტები 26.8%-ით გაიზარდა, რაც Lion Finance Group-ისადმი მომხმარებლის მხრიდან მუდმივად მზარდი ნდობისა და ლოიალობის დასტურია.

Lion Finance Group-ის შედეგების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები