მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lion Finance Group - პირველი ქართული/კომპანია FTSE 100-ის ინდექსში

გიახლებთ ამ თვის და ალბათ წლის გამორჩეულ ამბავს რომელიც პირველი ქართული კომპანიის ლაიაონ ფაინანს გრუპის გაწევრიანებას ეხება ლონდონის საფონდო ბირჟის უმთავრეს - FTSE 100-ის ინდექსში და შეგახსენებთ ქართული Lion Finance Group PLC დაემატა, რომელიც “საქართველოს ბანკის” და სომხეთის წამყვანი ბანკის ამერიაბნკის მფლობელი ჰოლდინგური კომპანიაა. ამ მაჩვენებლით Lion Finance-ი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბირჟის უმსხვილეს ასეულში შევიდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში უკვე შექმნილია ისეთი კომპანია, რომელიც ევროპის უმსხვილესი ბირჟის - ლონდონის საფონდო ბირჟის პირველ ასეულში შედის.

მთლიანობაში ლონდონის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 4.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი - 2.4 ტრილიონ დოლარზე მეტი სწორედ ბირჟის მთავარ ასეულზე - FTSE 100-ის ინდექსზე მოდის.

Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

ამჟამად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სულ სამი ქართული კომპანია არის დალისტული, ესენია Lion Finance Group PLC, TBC Group PLC და Georgia Capital PLC-ი, აქამდე როგორც Lion Finance-ი, ასევე TBC Group PLC საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შედიოდა, რაც პირველი ასეულის შემდეგ უმსხვილეს 250 კომპანიას მოიცავს, 2026 წლის მარტიდან კი Lion Finance-მა მთავარ - FTSE 100-ის ინდექსში გადაინაცვლა.

FTSE 100-ის ინდექსში შემავალი კომპანიების სიის განახლება კვარტალურად, კომპანიების შედეგების შესაბამისად ხდება. Lion Finance Group-ის FTSE 100-ის ინდექსში შესვლა განაპირობა ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულების მნიშვნელოვანმა მატებამ.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში აქციების ღირებულება 114%-ით გაიზარდა და 110 გირვანქა სტერლინგს მიაღწია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 5.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით Lion Finance Group-მა მიაღწია იმ პარამეტრებს, რომლითაც ის FTSE 100-ის ინდექსის შემადგენლობის უკანასკნელი გადახედვის შედეგად, საფონდო ბირჟის უმსხვილეს ასეულში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები