მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lion Finance ჯგუფი FTSE 100 ინდექსშია... მჯერა, ეს აღიარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას|არჩილ გაჩეჩილაძე

BOG
სტატიაში საუბარია:

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის და Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, Lion Finance ჯგუფის FTSE 100 ინდექსში შესვლა ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

“FTSE 100-ის ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი ღირებულების აღიარებაა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჯგუფის სტრატეგიის სიძლიერეს, ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვატორულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ბაზარზე.

მჯერა, ეს აღიარება გააძლიერებს ჯგუფის მიმართ საერთაშორისო ინტერესს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის: საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

ინფორმაციისთვის: Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები