მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

ლიონელ მესი ელდენსე

ინტერ მაიამისვარსკვლავი, ლეო მესი ესპანური კლუბის "ელდენსეს" 100%-ის შეძენას გეგმავს და ამჟამად კომპანიის ფინანსური და იურიდიული შემოწმების პროცესი მიმდინარეობს. გარიგება ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არ არის და ესპანეთის სპორტის უმაღლესი საბჭოს ავტორიზაციას საჭიროებს, თუმცა შეთანხმება უკვე მიღწეულია.

გარიგების განხორციელების შემთხვევაში, მესი ძველ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს ბიზნესშიც დაუპირისპირდება. მადრიდისრეალისლეგენდამ თებერვალში საუდის არაბეთის მფლობელობაში მყოფალმერიას“ 25%-იანი წილი შეიძინა. „ალმერიასწორედ იმავე დივიზიონში თამაშობს.

ეს მესის მიერ ესპანურ ფეხბურთში განხორციელებული მეორე საინვესტიციო ნაბიჯი იქნება. აპრილში არგენტინელმა მეხუთე დივიზიონის კლუბი, UE „კორნელიაშეიძინა. გუნდი ბარსელონიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 20 წუთის სავალზე მდებარეობს.

ელდენსეს“, კლუბი ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ელდაშია დაფუძნებული. გუნდი ესპანეთის მეორე დივიზიონში თამაშობს, მას შემდეგ, რაც გასულ სეზონშიპრიმერა ფედერაციიდანდაწინაურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები