მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიონელ მესიმ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა დააგროვა

მესის რეკორდი

MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში “ინტერ მაიამი” “ნიუ-იორკს” დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა. დევიდ ბექემის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და სუპერ ფინალში 6 დეკემბერს “ვანკუვერ ვაითკაპს” დაუპირისპირდება.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ მესამე გოლის დროს, საგოლე პასი მესიმ გააკეთა. ამით კი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ოფიციალურად, ფეხბურთის ისტორიაში ლიონელ მესის ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს - 405! ლეომ პუშკაშის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც კარიერაში 404 ასისტი ჰქონდა.

ეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 8 ოქროს ბურთის მფლობელს საოცარი სტატისტიკა აქვს. ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 43 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები