მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონელ მესის ხელსახოცზე გაფორმებული, პირველი "ბარსელონური" კონტრაქტი აუქციონზე გაიყიდა

მესის პირველი კონტრაქტი გაიყიდა

Bonhams-ის სააუქციონო სახლმა ერთი კვირის წინ დააანონსა, რომ ლეგენდარული ლიონელ მესის 2000 წელს გაფორმებული პირველი “ბარსელონური” ხელშეკრულება აუქციონზე 17 მაისს გამოვიდოდა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ეს უნიკალური სპორტის რელიკვია იმ დღესვე გაიყიდებოდა.

ლონდონში დაფუძნებულმა სააუქციონო სახლმა ნივთის საწყის ფასად 220 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოაცხადა, თუმცა მასში უცნობმა მსურველმა 762 ათასი გირვანქა სტერლინგიც (965 ათასი დოლარი) არ დაიშურა.

აუქციონის ხელმძღვანელი ორასიო გაჯიოლი იყო, რომელიც წარსულში მესის აგენტი გახლდათ და ხელსახოცზე მის გარდა, ლეოს მეორე აგენტის ხოსეპ მარია მინგელასა და „ბარსელონას“ მაშინდელი სპორტული დირექტორის, კარლეს რეშაკის ხელმოწერებია დატანილი.

ცნობისთვის, ხელსახოცი გასხვისებამდე სწორედ მინგელასთან ინახებოდა, რომელიც ანდორაში ცხოვრობს და სხვადასხვა დროს “ბარსელონასაც” შესთავაზა საკუთარ მუზეუმში განსათავსებლად, რაზედაც კლუბისგან პასუხი არ მიუღია.

მინგელას სურვილია, რომ ხელსახოცმა საბოლოოდ კატალონიური კლუბის მუზეუმამდე მიაღწიოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, შემოსულ თანხას მაინც გუნდის ფონდის ანგარიშზე გადარიცხავს, რომელსაც დიდი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები