Lisi Green Tower-ის პროექტი მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UNStudio-ს მიერ არის შეიქმნა. UN სტუდიოს ეკუთვნის მსოფლიოს მასშტაბით ისეთი განსხვავებული პროექტები, როგორებიცაა, მერსედეს ბენცის მუზეუმი ბეთჰოვენის საკონცერტო დარბაზი გერმანიაში და ბევრი სხვა.
ლისი გრინ თაუერი 10 სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შენობაა, რომელიც 25 აპარტამენტს აერთიანებს. შენობის ვიტრაჟული ფასადი შესაძლებელს ხდის ყველა აპარამენტს ჰქონდეს პანორამული ხედი თბილისზე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 13 მილიონ დოლარს შეადგენს.
შენობა ლისი დეველოპმენტის ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის მწვანე ქალაქი ლისის მეორე უბანში მდებარეობს, რომელსაც უნიკალური პრინციპი 80/20 გამოარჩევს. მწვანე ქალაქის 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა, ხოლო დარჩენილ 20%-ზეა განლაგებული შენობები.
ლისი დეველოპმენტი უკვე 13 წელია ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. კომპანია სტაბილურად აგრძელებს საქმიანობას მიმდინარე პროექტებზე და ახალ პროექტებზე, როგორც თბილისში, ასევე აჭარის რეგიონში.