მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლისი დეველოპმენტმა“ აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროს ონლაინსწავლების პროგრამის ფარგლებში 20 კომპიუტერი გადასცა

646e226039f50
BM.GE
24.05.23 18:49
528
„ლისი დეველოპმენტმა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ონლაინ სკოლის პროგრამაში ჩართული აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის 20 კომპიუტერი გადასცა. ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ-ის განათლების მინისტრმა ეკა ხოფერიამ Facebook-ის პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოში ისაუბრა.

„ესეც ახალი ნაკადი კომპიუტერებისა აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩვენს ონლაინ სკოლის პროგრამაში არიან ჩართულნი. მწვანე ქალაქი ლისზე | LISI Green Town 20 კომპიუტერი გადმოგვცა ბავშვებისთვის და მალე თითოეულ მათგანს თავისი კომპიუტერი ექნება. დიდი მადლობა "მწვანე ქალაქი ლისზე" და პირადად ნოდარ ადეიშვილს! ჩვენთან უკვე 1 ივნისია“, - წერს ეკა ხოფერია.

როგორც ეკა ხოფერიამ BM.GE-სთან აღნიშნა, დისტანციური სწავლების პროგრამას სამინისტრო 2 წელია მათ შორის კერძო სექტორის ხელშეწყობით ახორციელებს. მინისტრი პროგრამის განხორციელებაში „ლისი დეველოპმენტის“ დიდ წვლილზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, ვინც ასეთი კონტრიბუცია განახორციელა მნიშვნელოვან პროექტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები