საქართველოს საფონდო ბირჟაზე „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციები განთავსდა.
გასული წლის 26 დეკემბერს, საქართველოს საფონდო ბირჟაზე სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" მიერ გამოშვებული 3-წლიანი, 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1200 ცალი ობლიგაციები განთავსდა.
ობლიგაციები B კატეგორიაში დაილისტა.
განთავსების აგენტი კი, სს „თიბისი კაპიტალი" იყო.
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 8%-ით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.
ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 17 დეკემბერი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბირჟაზე 37 ფასიანი ქაღალდია განთავსებული.

























