მწვანე ქალაქი ლისზე განვითარებას განაგრძობს და ამჯერად ლისის გრინ თაუერსზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შენობაა მწვანე ქალაქის მეორე უბანში. პროექტი ცნობილ ჰოლანდიურ კომპანიას UNstudio-ს ეკუთვნის. თაუერსის კონცეფცია ითვალისწინებს ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავს. გრინ თაუერიდან 360 გრადუსიანი, პანორამული ხედები იშლება ქალაქზე. მწვანე ქალაქი ლისზე - კომპანია ლისის დეველოპმენტის პირველი მასშტაბური პროექტია თბილისში, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან - ლისის ტბასთან არის გაშენებული. დღეისთვის მწვანე ქალაქი ლისზე სამ საცხოვრებელ უბანსა და ვილების სამ ფაზიან დასახლებას მოიცავს, რომელიც ჯამში 65 ჰექტარი ტერიტორია.
ნათია აბაშიძე - “ლისი დეველოპმენტის” გაყიდვების დირექტორი;