მიმდინარე სამუშაოები გზაზე გადაადგილებას მცირედით აფერხებს, თუმცა პროცესი მალე დასრულდება და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
ლისი ტოპოგრაფის ახალ საცხოვრებელ უბანში, სადაც 244 ოჯახი იცხოვრებს, ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოები უზრუნველყოფს სრულად გამართულ ცენტრალურ კომუნიკაციებს, რაც პროექტის ძალიან დიდი უპირატესობაა, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთის შეძენისას მყიდველს ინდივიდუალური საკანალიზაციო ჭის მოწყობა ესაჭიროება და აუზის მოწყობის შესაძლებლობაც დაბალია.
ლისი ტოპოგრაფში მაცხოვრებლებს ნაკვეთებთან მიყვანილი დახვდებათ:
- წყალი
- კანალიზაცია
- ელექტროენერგია
- ბუნებრივი აირი
- ტერიტორიაზე მოწყობილი სანიაღვრე ქსელი
ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები და გზის ქსელის მოწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონ დოლარს შეადგენს.
ლისი ტოპოგრაფი - ახალი დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული დასახლებაა ლისის ტბის ნაპირთან, სადაც კერძო სახლებისთვის მიწის ნაკვეთების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე რომელიც 41.8 ჰექტარს შეადგენს, უნიკალური ლოკაცია და ლანდშაფტი, მთის და ტბის პანორამული ხედები და აუთვისებელი მრავალფეროვანი ეკოსისტისტემა ლისი ტოპოგრაფის მთავარი უპირატესობაა, ის იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და მშვიდ გარემოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად.
(NS)

























