ურბანული რიტმისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს იდეალური სინთეზი - დეველოპერული კომპანია „ტრიო ჯგუფი“ დედაქალაქში ახალ, მასშტაბურ პროექტს, „ლისი ტრიოს“ აშენებს, რომელიც ლისის ტბიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. ეს არის „მინი ქალაქის“ კონცეფციით შექმნილი პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და სარეკრეაციო ზონებს, რითაც მაცხოვრებლებს ტერიტორიიდან გაუსვლელად სრულყოფილ კომფორტს სთავაზობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროექტის მაღალი სამშენებლო სტანდარტი და ენერგოეფექტურობა, რისი დასტურიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მინიჭებული სპეციალური „მწვანე სერტიფიკატია“. რა ინფრასტრუქტურას სთავაზობს ახალი კომპლექსი მომავალ მობინადრეებს და რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები?


































