მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლისის ტბაზე განაშენიანება მერიამ ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე შეაჩერა"

5abe49171b99f
მეგი კავთუაშვილი
30.03.18 18:24
819
ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენინების შეჩერების შესახებ დეველოპერულ კომპანიებს წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონიათ. კომპანია „გრინდეველოპმენტის“ კომერციული დირექტორის განცხადებით, თბილისის მერის განცხადების შემდეგ პანიკა ატყდა. დეველოპერებს კითხვებზე პასუხის გაცემა და სამომავლო გეგმების დაზუსტებაც კი უჭირთ.

„ჩვენთვის მისაღებია რომ გარკვეულ რეგულაციებში მოქცევა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებების ამ ფორმით გაჟღერება არ უნდა ხდებოდეს. ამას ემატება ისიც, რომ არ არის დაკონკრეტებული ინფორმაცია, თუ ვის ეხება და რას ეხება ეს. ამან გამოიწვია პანიკა, იმის გამო ინფორმაცია სრულყოფილად არ მოგვაწოდეს, არის უამრავი კითხვა. კარგი იქნებოდა, ასეთი გადაწყვეტილებების უკან ყოფილიყო კომუნიკაცია ბიზნესთან. არ არის დადგენილება, არ არის განმარტება. ცალკეული სამსახურები კი გვეუბნებიან რომ ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული“ - განაცხადა გადაცემა „ანალიტიკაში“ კომპანია „გრინდეველოპმენტის“ კომერციულმა დირექტორმა მელანია კუჭუხიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები