მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ველორბოლა გაიმართება

575a964e22aee
BM.GE
10.06.16 14:23
1711
11 ივნისს, 11:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტეროტორიაზე "რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ მხარდასაჭერად გაიმართება ველორბოლა სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად - "ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება იშვიათი დაავადების - რევმატოიდული ართრიტის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აქციაში მონაწილეობა თავისუფალია - ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ჩაერთოს ველორბოლაში და ამ ფორმით მხარი დაუჭიროს რევმატოიდული ართრითით დაავადებულ პაციენტებს.

ღონისძიების საკომუნიკაციო კამპანიას უზრუნველყოფს კომპანია "ჯეპრა“. აქციის მხარდამჭერია ველო კლუბი „Georiders“ და თბილისის ველომოყვარულთა კლუბი.

მხარდამჭერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე,, პაციენტების სურვილია საზოგადოებას მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი "ყველაფერი ჩვენს ხელშია".

„რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს სახსრების გაუსაძლისი ტკივილის გამო უჭირთ მოძრაობა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში, რადგან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა გაზრდის შანსს, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულმა პაციენტებმა მიიღონ ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა,” - აღნიშნავს „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი დაფუძნდა წელს, 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით საქართველო შეუერთდა აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიკოსები და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები, კავშირის მხარდამჭერებთან ერთად. დასასრულს გამოქვეყნდა ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი - საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები