მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლისის ტბის მიმდებარედ ყოველკვირეულ ფესტივალი "თბი ლისი" იწყება

5ae037fe70207
მეგი კავთუაშვილი
25.04.18 11:44
2208
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამტკვიდრების მიზნით მერია ყოველკვირეულ ფესტივალს იწყებს, დასახელებით „თბი-ლისი“. ფესტივალის ფარგლებში ყოველ შაბათს ლისის ტბის მიმდებარედ სპორტის 13 სახეობაში მოეწყობა აქტივობები. პროექტი 28 აპრილს დაიწყება.

„არ არის აუცილებელი ყველაპროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა ადამიანს დაეხმარება და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ეს პროექტი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება და იქ იქნება, დასვენებისთვის, გართობისთვის და სპორტული აქტივობებისთვის სასურველი გარემო, სადაც კულტური და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც გაიმართება“ - განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

ყოველკვირეულ ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები