მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლისის ტბის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება

57a18108ed715
BM.GE
03.08.16 09:19
11109
ლისის ტბის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
 
პროექტს ქალაქ თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებენ. როგორც თბილისის განვითარების ფონდში "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, ახალი საფარი 2,5 კმ. სიგრძეზე მოეწყო, ხოლო მთლიანად წრიული სიგრძე დაახლოებით 3 კმ.ს. შეადგენს.

პროექტისთვის ჯამში 2.5-2.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე დასრულებულია ბეტონის საფარის მოწყობა და მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი.

პროექტი შემოვლითი ბილიკის მოწყობის გარდა, განათების სისტემის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები