მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიტველი ბიზნესმენები ოზურგეთში გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობის შესაძლებლობას სწავლობენ

58fa332a42095
BM.GE
21.04.17 20:27
978
ლიტველი ბიზნესმენები ქალაქ ოზურგეთში თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობის შესაძლებლობას სწავლობენ და სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

ამ მიზნით ინვესტორები გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ჩადებს თუ არა ლიტვური მხარე ინვესტიციას ოზურგეთში ექადიის პარკის განვითარებაში ამის შესახებ გადაწყვეტილებას ისინი მოგვიანებით მიიღებენ. გუბერნიის ინიციატივით ქალაქ ალიტუსში მდებარე ანალოგიური პარკის დამფუძნებლებთან გაიმართა კონსულტაცია, რის შემდეგადაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილზე ენახათ სიტუაცია და შეედგინათ განვითარების კონცეფცია. ჩვენ ინვესტორთა ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები