მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LIYA X KÁSHKASH - პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი

5fd87b6928967
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.20 13:55
1118
ორი ქართული ბრენდი - LIYA და კაშკაში, პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შესაქმნელად, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაერთიანდა.

LIYA X KÁSHKASH საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით გამოჩნდა. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფერიდან ალისფერ წითლამდე - ამ ხაზის ფერები შთაგონებულია მზის სინათლით დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კლასიკური წითელი - ლურჯი, ყვითელი და კენკროვანი ქვედა ტონებით იდეალური შერწყმაა ნებისმიერ სტილთან – იქნება ეს ყოველდღიური ჯინსები თუ საღამოს კაბა. მარგალიტისებრი მბზინავი ბაზა კი აუცილებელი პროდუქტია როგორც ფერიანი ტუჩსაცხის ქვეშ, ასევე ცალკე, ტუჩების დატენიანებისთვის თუ მინიმალისტური მაკიაჟის გასაკეთებლად. პროდუქცია შექმნილია უნიკალური ფორმულებით და დამზადებულია საქართველოში, “კაშკაშის” ლაბორატორიაში.

თიბისიში აცხადებენ, რომ LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქციის ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. ასე რომ, თვალი ადევნეთ ვებ-გვერდს - Liya.ge, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის, პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

ცნობისთვის, LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და ყველა ადამიანში საკუთარი ინდივიდუალობის სიყვარულის.

KÁSHKASH კი თბილისში დაფუძნებული, კოსმეტიკის ფორმულატორების გუნდია. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა - სწორედ ესაა “კაშკაშის” მთავარი მამოძრავებელი. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.

“LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია გეგმაში გვაქვს. თუმცა, პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ “კაშკაში”. მე თავად ვარ მათი მუდმივი მომხმარებელი და ზოგადად, მოგვწონს იდეა, რომ მათი პროდუქტები ბუნებრივი შემცველობის და ხელნაკეთია”, - აცხადებს LIYA-ს დამფუძნებელი ლიკა გოგლიძე.

“უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის შექმნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე გავა. ამიტომაც, LIYA-სთან ერთად შევქმენით 100% ნატურალური, მცენარეული პროდუქცია, რომელიც არ იტესტება ცხოველებზე. ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის”, - ამბობს KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი.

LIYA X KÁSHKASH-ის ძირითადი იდეა ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც კანზეც იზრუნებს და შესაბამისად, ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად მომართულია უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზე - მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები