მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიზინგის საკითხს სათანადო ყურადღება არ ეთმობა"

5bf6c7ec2df95
BM.GE
22.11.18 19:20
1126
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორის რეგულაციებისგან, რომლებიც ჭარბვალიანობის შემცირებას ისახავს მიზნად, სალიზინგო სფერო განცალკევებული უნდა იყოს. კაკულიას თქმით, ამ სფეროში დამატებითი რეგულაციების შემოღებას ეკონომიკის განვითარებაზე ექნება გავლენა. 

კითხვაზე თუ უშუალოდ რა მოდელით უნდა დარეგულირდეს ეს სფერო, კაკულია ამბობს, რომ ეს ამ სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ უნდა განისაზღვროს. 

"სწორია რომ ლიზინგს რეგულაციები არ შეეხოს, რა და როგორ მოხდება ეს გამოჩნდება, სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ასოციაცია და დავიწყეთ განხილვა. ჩემი საბოლოო პოზიცია სწორედ მას შემდგომ ჩამოყალიბდება. კერძო სექტორი თვლის, რომ არასამართლიანია ამ რეგულაციებში ყოველგვარი განსხვავების გარეშე ლიზინგის შემოტანა და ამ ნაწილში უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები.

ერთი რამ კი მინდა გითხრათ, სათანადო ყურადღება არ ეთმობა ამ საკითხს, ეს ფაქტია, იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მწარმოებლურობის გაზრდასა და ეკონომიკის განვითარებაზე,  ლიზინგი ამის ხელშეწყობის ერთერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. თვალში საცემია, რომ ამას სათანადო ყურადღება არ ექცევა,"- ამბობს კაკულია.

მთავრობა ლიზინგთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დაანონსა ცვლილებები, რომლის საპარლამენტო განხილვებიც სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება. 

ეკონომიკის მინისტრმა 16 ნოემბერს თქვა, რომ სახელმწიფომ ადამიანები "უაზრო ლიზინგისგან" ისევე უნდა დაიცვას, როგორც "უაზრო სესხებისგან"

"ლიზინგსაც უნდა შეეხოს ნაწილობრივ რეგულაციები, საუბარია საბანკო რეგულაციებზე. თუ პირი სესხს იღებს ბანკში და თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ ის იმისგან რომ არ აიღოს უაზრო სესხი, უნდა დავიცვათ იმისგანაც რომ არ მიიღოს უაზრო ლიზინგი," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები