მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Llama-ს ხელოვნური ინტელექტი შტატების მოკავშირე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

Meta

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემა Llama ამერიკის მოკავშირე ევროპული და აზიური ქვეყნებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. არსებული ინფორმაციით, Llama-ზე წვდომა მიიღეს საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, NATO-მ და ევროკავშირის ინსტიტუტებმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯს წინ უძღოდა შტატების მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც Meta-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემა ფედერალური სააგენტოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ცნობისთვის, Llama-ს გამოყენებით შესაძლებელია ტექსტების, სურათების, ვიდეოებისა და აუდიო ფაილების დამუშავება და მისი გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით დეველოპერისთვის არის უფასო. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, Meta-მ უკვე დაიწყო მუშაობა ისეთ Cloud სერვისის მომწოდებელ ისეთ გიგანტებთან, როგორებიც Microsoft-ი, Amazon Web Services-ი, Oracle-ი და Palantir-ი არიან.

მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი. მისი შეფასებით, Llama-ს AI სისტემის ხელმისაწვდომობის დაშვება შტატების ევროპელი და აზიელი მოკავშირეებისთვის ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს. ამასთან, შემცირდება მათი დამოკიდებულება სხვადასხვა კონკურენტ კომპანიაზე. თავად Meta-ს პლატფორმა კი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება მსოფლიოს მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები