მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lockheed Martin-ი და Rheinmetall-ი გერმანიაში ATACMS-ის ტიპის რაკეტებს ერთობლივად აწარმოებენ

atacms

ამერიკულმა თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-მა და გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც გერმანიაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს აშშ-ის ფარგლებს გარეთ აღნიშნული ტიპის რაკეტების წარმოების პირველი შემთხვევა იქნება. კომპანიების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება ერთობლივი საწარმოს შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც NATO-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნებისთვის ATACMS-ის წარმოების, ინტეგრაციისა და დისტრიბუციის ევროპულ ჰაბად იქცევა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მართვადი რაკეტების წარმოება ჩრდილოეთ გერმანიაში, უნტერლუესში მდებარე Rheinmetall-ის საარტილერიო ქარხანაში განხორციელდება, რის შესახებაც კონცერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ATACMS-ი არის ამერიკული წარმოების საარტილერიო ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, რომლის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრამდე აღწევს და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები